|
2018-01-04 16:09:56, 2049 ნახვა
კომენტარი
მთავარეპისკოპოსი ეფრემი: პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს, შობას სამების ტაძარში იქნება
ბოლნელი მთავარეპისკოპოსის, ეფრემის განცხადებით, პატრიარქი შობას სამების ტაძარში იქნება. როგორც ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს. "პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს და შობას სამების ტაძარში იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა მან. კითხვაზე - აქვს თუ არა მას ინფორმაცია პატრიარქის ექიმების მიერ კონსილიუმის მოწვევის შესახებ, მეუფემ განაცხადა, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. უწმინდესს 85 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები საპატრიარქოში წელს არ გაიმართება. პატრიარქის ერთ-ერთი ექიმის თქმით, ეს პატრიარქის სურვილი იყო, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებების არჩატარების მიზეზი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)