|
2015-05-11 16:20:04, 881 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
მათემატიკური ოლომპიადა „ევერესტი“- ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ოლიმპიადაში მონაწილეობდნე სკოლის მოსწავლეები, მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით. თითოეულ კლასში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ვითიბი ბანკისგან, საჩუქრად გადაეცათ ანაბარი. შესაბამისად პირველი ადგილის მფობელებმა 500 ლარიანი ანაბარი მიიღეს; მეორე ადგილს 300 ლარიანი ანაბარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილოსანი 200 ლარიანი ანაბრით დაჯილდოვდა. ჯამში ვითიბი ბანკის ანაბრებით, 15 მოსწავლე დასაჩუქრდა. პირველი ადგილები დაიკავეს: 2 კლასი - ალიკა კურტანიძე, ახალციხე; 3 კლასი - გიორგი კალანდაძე, რუსთავი; 4 კლასი- გიორგი ხურციძე, ქუთაისი; 5 კლასი- ვაშალომიძე გიორგი, ბათუმი; 6 კლასი - ყველაშვილი ლექსო, გორი. ოლიმპიადის გამარჯვებულებს პრიზები, ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ გადასცა. „ვითიბი ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მომავალი თაობის განათლების დონის და მოტივაციის ზრდას ემსახურება. “ - აღნიშნა ვალერიან გაბუნიამ. სულ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“ მონაწილეობა 14500 - მა მოსწავლემ მიიღო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)