01:09 - 29 May, 2026
|
2017-12-25 12:46:49, 2322 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დედოფალმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა. „მაქვს პატივი, გულთბილად მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)