|
2017-12-20 17:32:51, 759 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ გამოუშვა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ გამოუშვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, წიგნში განთავსებულია საქართველოს, აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტები. „ხშირად გვესმის, რომ თუ ადამიანი ფლობს რომელიმე უცხო ენას და გააჩნია გარკვეული ინფორმაცია, ეს საკმარისია გიდის პროფესიისათვის. ეს მცდარი წარმოდგენაა, რადგან გიდის პროფესია თავისი შინაარსით უნივერსალურია. კონკრეტული ინფორმაციის ფლობის გარდა პროფესიონალი გიდი უნდა იყოს ერუდირებული და არტისტული ადამიანი, მას შეეძლოს პუბლიკის წინაშე გამოსვლა, ჰქონდეს კარგი მახსოვრობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, გაწონასწორებული ხასიათი, რომ შეძლოს განსხვავებული ხასიათის და ტემპერამენტის ადამიანებთან ურთიერთობა. კარგმა გიდმა ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდეს იმ ადგილების შესახებ, სადაც ტურისტები მიჰყავს. გიდი კარგად უნდა ფლობდეს იმ უცხო ენას, რომელზეც ატარებს ექსკურსიებს და კარგად უნდა იცნობდეს ამ ენაზე მოსაუბრე ხალხის ისტორიას, კულტურასა და თავისებურებებს. ნამდვილი გიდის ცოდნა სცდება აუცილებელს. იმ შემთხვევაში, თუ ტურისტების თხოვნით შეიცვლება მარშრუტი, ეს გიდისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა მომზადებულიყო გიდის პროფესიის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელშიც პროფესიონალი გიდისთვის აუცილებელი ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნებოდა,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა. გიდის პრაქტიკული სახელმძვანელოს I ნაწილი დაეთმო გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს, რომელიც დამუშავდა ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს „გიდის ხელოვნება“ და მისივე სალექციო კურსის მიხედვით. მეორე ნაწილის გამოცემა კი 2018 წელს იგეგმება. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)