|
2017-12-20 15:42:11, 1577 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: გამამართლებელი განაჩენების ზრდამ 83%-ს მიაღწია
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგები შეაჯამა. თეა წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგად გამამართლებელი განაჩენების ზრდამ 83%-ს მიაღწია. „2008-2011 წლებში ჩვენ გვყავდა მხოლოდ 112 ბრალდებული გამართლებული, 2013-2016 წლებში კი, გამართლდა 643 ბრალდებული. 2009-2012 წლებში მხოლოდ 3 სისხლის სამართლის საქმეზე უთხრა უარი მოსამართლემ პროკურატურას წინასწარი პატიმრობის მოთხოვნაზე, მხოლოდ 2016 წელს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა 174 საქმეზე; დღეს მოსამართლე „ბედავს", რომ პროკურატურას ბრმად არ დაუჭიროს მხარი და, როდესაც არ არის სათანადო მტკიცებულებები, გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. ეს არის ის შედეგი მართლმსაჯულების რეფორმისა. მართლმსაჯულებაში ხარვეზიც ბევრია და გრძელდება აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)