00:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:41:05, 1579 ნახვა

კომენტარი
ჩხენკელი: ჩვენი სურვილია საქართველოსა თუ უცხოეთში ორგანიზებულ ბანაკებში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას,  ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უმთავრესი აქცენტი არაფორმალური განათლების განვითარებაზე გაკეთდება.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნით სამინისტრო ხელს შეუწყობს ზამთრის და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობას, მეცნიერების პოპულარიზაციასა თუ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში სასწავლო მივლინებებს.

„გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა. გაძლიერდება ინტელექტუალური კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებს.  ამასთან, ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო ბანაკებში წავიდნენ და საქართველოს  ბანაკებშიც ვუმასპინძლოთ უცხოელ მოსწავლეებს, რაც მოზარდების დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს სურვილია საქართველოსა თუ უცხოეთში ორგანიზებულ ყველა ბანაკში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics