|
2017-12-19 17:33:49, 1763 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია
„პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ხვალ წარედგინება და შეხვედრებში მონაწილეობას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მიიღებს. „პარლამენტს ხვალ წარედგინება, უშუალოდ, მთავრობის შემადგენლობა, გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი. და ამის საფუძველზე, ზეგ უკვე, პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ჭორებს, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს შესაძლო გადადგომის თაობაზე, ეს, ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას. შესაბამისად, ყოველგვარი ჭორები ამასთან დაკავშირებით და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს,- "განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)