|
2017-12-19 13:31:09, 2177 ნახვა
მსოფლიო
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 2017 წელს 65 ჟურნალისტი დაიღუპა
2017 წელს მსოფლიოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 65 ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 26 ჟურნალისტი უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. საუბარია ავიაიერიშის, საარტილერიო დაბომბვისა და ტერაქტის დროს მომუშავე ჟურნალისტებზე. დანარჩენი 39 ჟურნალისტი მიზანმიმართულად მოკლეს, რადგან მათი საქმიანობა სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჟურნალისტების ლიკვიდრების 60% მათ "გაჩუმებას" ემსახურებოდა. ცნობისთვის, ბოლო გახმაურებული შემთხვევა მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა იყო. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. დაფნე კარუანა გალიცია მთავრობის წევრების და მალტის პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ წერდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)