00:59 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 12:14:40, 2116 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, სირიის ლიდერი ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, - ამის შესახებ მაკრონმა ტელეკომპანია France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ასადმა პასუხი პირველ რიგში სირიელი ხალხის წინაშე უნდა აგოს.

"ჩვენ ახლახანს, კოალიციის მეშვეოობით მოვიგეთ ომი ერაყში. მგონია, რომ თებერვლის ბოლომდე ომს მოვიგებთ სირიაშიც. ბაშარ ასადი სირიელი ხალხის მტერია, თუმცა ჩვენ უნდა ვესაუბროთ მას და მის წარმომადგენლებს. ასადმა ჩადენილი დანაშაულის გამო სირიელი ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს, რის შემდეგაც საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ "ისლამურ სახელმწიფოსზე" გამარჯვების შემდეგ, ასადის მმართველობაც დასრულდება.

"კოალიციის პრიორიტეტი არ არის ასადის დამხობა. ჩვენ ISIS-ის წინააღმდეგ ვიბრძვით, თუმცა როდესაც ტერორისტული დაჯგუფება დამარცხდება, ასადის ხელისუფლების დროც მორჩება", - დასძინა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვების შესახებ  განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics