|
2017-12-16 15:26:40, 2506 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკების შედეგად, კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის არმიასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ორი პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მორიგი შეტაკება ღაზას სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში მოხდა. შეტაკების დროს კიდევ 263 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკებები უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სიტუაციის გაუარესების შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, 1900-ზე მეტი კი, დაშავდა. შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. მას შემდეგ ახლოაღმოსავლეთში შეტაკებები დაიწყო. ამასთან, მუსულმანურმა ქვეყნებმა ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს და მასშტაბური აქციები გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)