00:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 12:53:28, 2412 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ევროკავშირმა ერთხმად გადაწყვიტა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება“, - წერს ტუსკი.

სანქციები, რომლის ვადაც 2018 წლის იანვრის ბოლოს იწურებოდა, კიდევ 6 თვით იქნება ძალაში.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო დააწესეს. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics