|
2017-12-13 16:41:40, 2579 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: იერუსალიმი ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "საერთაშორისო ნორმებს გადაუარეს", როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარეს. "საკმარისია იერუსალიმში რამდენიმე ნაბიჯი გაგადგა, რომ მიხვდე - ქალაქი ოკუპირებულია. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. ტერორისტი-სამხედროები იჭერენ ბავშვებს და აგდებენ ციხეში", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, "იერუსალიმი ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქია". მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს. "მჯერა, რომ გაერო-ს 196 წევრი ქვეყანა სწორ პოზიციას დააფიქსირებს. ამერიკას შეუძლია იყოს ძლიერი ბირთვული სახელმწიფო, მაგრამ მსოფლიო მას არ ეკუთვნის", - განაცხადა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)