00:34 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:59:15, 2110 ნახვა

მსოფლიო
ლუცენკო: სააკაშვილს აქვს შანსი, დაბრუნდეს საქართველოში, ან მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, უკრაინულ გამოცემა vchaspik-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ლუცენკომ აღნიშნა, სააკაშვილის მომავალი მის გადაწყვეტილებაზეა   დამოკიდებული.

„სააკაშვილს აქვს შანსი ნებაყოფლობითი დეპორტაციით დაბრუნდეს საქართველოში, ან მის მიმართ გატარდება უკრაინის კანონით გათვალისწინებული ზომები. მეორე ვარიანტად განიხილება მისი გაძევება ექსტრადიციის გზით“, - განაცახდა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics