20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 15:41:42, 2279 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის სასამართლო სხდომა იულია ტიმოშენკო ესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას უკრაინის რადას დეპუტატმა, ფრაქცია "ბატკავშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო ესწრება.

ამასთან, მოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესის განმავლობაში სააკაშვილი განსასჯელთა სკამზე არ იჯდება. ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის უფლებებს 3 ადვოკატი იცავს. ადვოკატებმა სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართეს. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა ყოველ 1 საათსა და 45 წუთში შესვენება გამოცხადებულიყო, მაგრამ პროკურატურა ამის წინააღმდეგი იყო. საქმის პროკურორის თქმით, ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა 22:30 საათამდე გაგრძელდება და მათ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევთ.

მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოველ 2 საათში შესვენები დანიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics