20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 11:33:22, 2436 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს.

ამის შესახებ TSN იტყობინება.

დღეს, სააკაშვილის დაკავების 72 საათიანი ვადა იწურება.  შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები იტყობინებიან, ისინი იზოლატორთან შეკრებას და მის ბლოკირებას გეგმავენ, რათა სასამართლო პროცესი არ დაუშვან.

არსებული ინფორმაციით, პროკურორები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შიდა პატიმრობას და მისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics