|
2015-05-08 10:03:11, 349 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „კაბელების საქმეზე“ იკამათეს
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ „კაბელების საქმეზე“ იკამათეს. პრემიერმა თავად წამოიწყო საუბარი ამ საქმეზე, რასაც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. „ გამოირიცხოს ეჭვი, რომ რაიმე შერჩევით სამართალთან იყო საუბარი „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ, ან მითუმეტეს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. პროკურატურის მიერ ამ საქმის გამოძიება, თუ არ ვცდები, დაიწყო ივნისის თვეში, ამის შესახებ გახდა ცნობილი ალასანიასთვის ცოტა მოგვიანებით, სწორედ ალასანია მოვიდა ჩემთან და მთხოვა, იქნებ პროკურატურის წარმომადგენლებთან მომხდარიყო შეხვედრის ორგანიზება, რაზეც მე მას ვუპასუხე, რომ არ იქნებოდა სწორი, მე რაიმე ფორმით ჩავრეულიყავი ამ საქმეში. ვუთხარი, სანერვიულო არაფერი იყო, თუ პროკურატურა გამოიძიებდა და ნახავდა, რომ არაფერი არ არის, რა თქმა უნდა არაფერი არ მოხდებოდა. მაგრამ, გამოძების პროცესში, მე არასოდეს არ ვიკადრებ და ამის უფლება მე არ მაქვს. სექტემბერში მოდის ალასანია და მეუბნება, რომ მას აქვს გადაწყვეტილი პარტიის თავჯდომარედ დაბრუნება, ასე, რომ სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სწორედ მისი პოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ იქნა ამ საქის გამოძების დაწყება, არის სრული სიცრუე. თქვენ შესაძლოა არ გაქვთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ დროში, როგორც მინიმუმ 3–4 თვით არის აცდენილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერს სიტყვა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ პარტიის წევრებს ამ საქმესთან დაკავშირებით შეგნებულად არ დაუსვამთ შეკითხვა. „ჩვენ ვიცით თქვენი მცდელობა, რატომ გვიყვებით ამ საქმეს. ხომ არ გადავდივართ ჭორაობის რეჟიმში?! როდესაც ჭორაობას იწყებთ კვლავ გადავდივართ ჭორაობის რეჟიმში თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ თქვენ ახლა რაღაცას გვიყვებით და ჩვენ ვერაფერს ვერ გპასუხობთ. თქვენ გვიყვებით რაღაც ამბებს. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუციებს, ჩვენ სპეციალურად არცერთი კითხვა არ დავსვით კაბელების საქმეზე, იმიტომ, რომ საქმე არის სასამართლოში და არ გვიკითხავს არაფერი ამის შესახებ. ჩვენ, რომლებიც ასეთი დაინტერესებულები ვართ ამ საქმით არ მივეცით ჩვენ თავს უფლება, რომ გველაპარაკა ამ საკითხზე. პატივი ვცეთ სასამართლოს, არ გვინდა ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი“, – აღნიშნა გოგუაძემ. თუმცა, ღარიბაშვილმა საუბარი მაინც გააგრძელა და განაცხადა, რომ ამ საქმეს სასამართლო გამოიძიებს, რომელიც დაადგენს ვინ არის ამ საქმეში დამნაშავე. „მე აქ მოვისმინე კრიტიკა, რომ თითქოს პროკურატურის საქმიანობა მიმართული იყო ალასანიას წინააღმდეგ, რაც არის აბსურდი და სწორედ ეს მინდოდა, რომ განმემარტა. სასამართლო არის გამჭვირვალე და გამოძებამ დადგინოს, თუ ვინ არის დამნაშავე ამ საქმეში“, – განაცხადა პრემიერმა. ამასთან, პარტიის წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ ამ თემის წამოწევა საერთოდ არ იყო საჭირო. „დროებთან დაკავშრებით საუბარი, ეს საზოგაოდების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რაც ვფიქრობ, რომ უადგილოდ გამოიყენეთ თქვენ“, – დასძინა შავგულიძემ.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)