22:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 12:54:22, 2084 ნახვა

კომენტარი
იან კელი: სპეცოპერაციაზე ბევრი კითხვა გვაქვს, მათ შორის - როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

როგორც ელჩმა "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, გამოძიების პროცესში ქართულ მხარეს გარკვეიული ტექნიკური დახმარება გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაუწია.

"ამ ეტაპზე ვუსმენთ და გვსურს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მომხდარის შესახებ. რა თქმა უნდა ბევრი კითხვა გვაქვს და ბევრი კითხვა აქვს ალბათ საქართველოს მთავრობასაც. ველით გავიგოთ უფრო მეტი რამ ოპერაციის შესახებ. რა თქმა უნდა გვაქვს კითხვაც, როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში და იგივე შეკითხვა აქვს საქართველოს მთავრობასაც. ჩვენ არ ვიყავით ჩართული ოპერაციაში, თუმცა დასაწყისში ვიყავით ინფორმირებული", - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც 4 სამართალდამცველი დაშავდა და ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. ასევე, მოხდა 3 ბოროტმოქმედის ლიკვიდირება, რომელთაგან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics