|
2017-11-30 21:48:57, 2013 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ვისურვებდი, განახლებულიყო „ლაღიძის წყლები" და ის სახაჭაპურე, რომელიც რუსთაველის გამზირმა დაკარგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა. "ვისურვებდი, განახლებულიყო „ლაღიძის წყლები" და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა. მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და, რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს „ლაღიძის წყლებთან", ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)