22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:22:36, 1639 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: ჩემთვის როგორც ომბუდსმენის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი კვალი დავტოვო ამ ინსტიტუციის გაძლიერებაში

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს  ყველა ომბუდსმენს წვლილი აქვს შეტანილი ამ ინსტიტუციის  რეპუტაციის შექმნაში, ასეთი მაღალი ინტერესიც ამ პროცესის მიმართ, ცხადყოფს, რომ  არის ძალიან დიდი მოლოდინები ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ“,-ამის შესახებ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მისი, როგორც ადამიანის უფლებების დამცველის სტრატეგია იქნება ომბუდსმენის საქმიანობა საზოგადოების მოთხოვნებს მოარგოს.

„ჩემთვის  როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის  მნიშვნელოვანი იქნება დავტოვო საკუთარი კვალი  ამ ინსტიტუციის კიდევ უფრო გაძლიერებაში და ახალ ეტაპზე ავიყვანო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და მიდგომები საქართველოში. ჩემი როგორც ადამიანის უფლებების დამცველის  საქმიანობის სტრატეგია იქნება  ომბუდსმენის საქმიანობა მოვარგო საზოგადოების მოთხოვნებს, ასევე ადეკვატურად ვუპასუხო საზოგადოებრივი და სამართლებრივი  შედეგად წარმოშობილ  ახალ გამოწვევებს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ჩემი როგორც კანდიდატის ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ სახალხო დამცველი იყოს  იმ საზოგადოებრივი ჯგუფების ხმა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ  მხარდაჭერა  და რომელთა ხმა სხვადასხვა გარემოებების  გამო დღეს  ნაკლებად  ისმის“,-განაცხადა ლომჯარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics