|
2017-11-29 15:07:01, 1781 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აუცილებლად მოვუსმენთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ დამაჯერებლად შეარულეს სპეცოპერაციის ორივე ამოცანა- მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც. „ივანე გოლოშვილი სამუდამოდ დარჩება გმირების ისტორიას, მან თავდადების მაგალითი მისცა მთელ ქვეყანას და ქედს ვიხრით მისი ვაჟკაცობის წინაშე“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ როცა საქმე ტერორიზმსა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ყველა კითხვას საჯარო პასუხები ვერ გაეცემა. „პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში აუცილებლად მოვუსმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ სპეცოპერაციის შესახებ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)