21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 19:42:31, 1772 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: გარწმუნებთ, არანაირი 2 ადამიანი არ გაქცეულა

"გარწმუნებთ, რომ არანაირი 2 ადამიანი არ გაქცეულა. ეს არის ტყუილი“,-ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ორი პირი გაიქცა.

"ეს არის ძალიან სახიფათო ქცევა. ეს ავნებს არა პოლიტიკურად ვინმეს, არამედ ქვეყანას, ამიტომ თავი შეიკავეთ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, მითუმეტეს, საზოგადოებაში ხდება ამის გამო გარკვეული შიშის დათესვა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ ყველა კითხვას თავის დროზე პასუხი გაეცემა:

„გარწმუნებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გაურბის არანაირ კითხვას, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა,  ამ პროცესში იქნება პარლამენტი ჩართული. ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. ცხადია, მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე გამოძიება ვერ ისაუბრებს", - აღნიშნა  ირაკლი სესიაშვილმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics