|
2015-05-07 12:13:55, 327 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. კერძოდ საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს და ამ პროცესში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა აქტიური ჩაბმულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს. კონგრესმენთა დელეგაციამ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის მნიშვნელობასაც. ხაზგაზმით აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და ამერიკას შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული საქმიანობის თვალსაზრისით. მხარეებმა ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. როგორც კონგრესმენებმა განაცხადეს, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენ ჯო უილსონს და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებს, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)