21:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 14:03:14, 1875 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია: სპეცოპერაციის თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები დაუშვებელია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია  გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით ნიშნისმოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები ყოვლად დაუშვებელია. 

„ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს, რომ ოპოზიციასთან კინკლაობის თემად არ გახადოს ეს და  ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რომ ქულების ჩაწერაზე არ ვიყოთ ორიენტირებული. სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები. არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ჯერ ფაქტები არ ვიცით რომ გავაკეთოთ სათანადო შეფასებები, თუ რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვიდა ეს ჯგუფი და სამომავლოდ რამე საფრთხე ხომ არ არის. საქმის რაღაც ნაწილი, შეიძლება ვერ გახდეს საჯარო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი არც საზოგადოებისთვის და არც ქვეყნისთვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, გაბრიელს სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი 1 პირი დააკავეს, 3 კი, ლიკვიდირებულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics