|
2017-11-21 12:08:56, 2018 ნახვა
სხვადასხვა
„აჭარული ხაჭაპური-ბედნიერი ადამიანების საჭმელი“ - BBC სტატიას აქვეყნებს
აჭარული ხაჭაპურის შესახებ ამჯერად ბრიტანული გამოცემა BBC წერს. "ხაჭაპური - გემრიელი, მიმზიდველი, ყველით სავსე პური. ბევრ მცხობელს სჯერა, რომ ამ კერძს მხოლოდ ბედნიერი ადამიანები ქმნიან", - ასე აღწერს ქართულ კერძს სტატიის ავტორი დევიდ ფარლეი. როგორც ავტორი თავის სტატიაში წერს, რომ მან თავის ქართველ მეგობრებთან ერთად აჭარული ხაჭაპური სურამთან, რიკოთის უღელტეხილზე გზის რესტორანში მიირთვა და გაოცებული დარჩა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ აჭარული ხაჭაპურის პოპულარობიდან გამომდინარე, რომ ეკონომისტებმა "ხაჭაპურის ინდექსი" შექმნეს, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე "ბიგ მაკის ინდექსი". ავტორი ასევე ხაზს უსვამს, იმ ფაქტს, რომ ქართველების 88% პიცას ხაჭაპურს ამჯობინებს. ჟურნალისტი სტატიაში ხაჭაპურის დამზადების დეტალებსაც ჰყვება. სტატიაში აღნიშნნულია, რომ აჭარული ხაჭაპური რეგიონის გეოგრაფიულ იდენტობას უსვამს ხაზს და ამ კერძის ვიზუალი ამის მაჩვენებელია. ავტორი წერს, რომ ხაჭაპურის ფორმა, ასახავს იმას, რომ ის საპორტო რეგიონიდან არის და აჭარლები გემების კარგი მშენებლები იყვნენ, ყველი ზღვას უტოლდება, ხოლო შუაში ჩაგდებული კვერცხი მზის სიმბოლოო.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)