|
2015-05-06 15:13:22, 472 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა
ადამიანით ვაჭრობის, (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში გამართა. პედაგოგებმა და უფროსკლასელებმა ადამიანით ვაჭრობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის საკანონმდებლო აქტები, საზოგადოების როლი და პრობლემათა რაობა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შეხვედრაზე ტრეფიკინგის სხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა განუცხადა, საინფორმაციო კამპანია უახლოეს დღეებში უკვე იმერეთის რეგიონის სკოლებში გაგრძელდება. „საინფორმაციო კამპანია დროთა განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებ მოიცავს. პარალელეურად შეხვედრები თბილისის საჯარო სკოლებშიც გაგრძელდება“,-აღნიშნა ბეროშვილმა. აღნიშნულ შეხვედრას ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის იურისტი ირაკლი ჭყონია და პრესმდივანი ქეთი ბეროშვილი უძღვებდონენ.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)