|
2015-05-06 14:55:24, 437 ნახვა
საზოგადოება
I კვარტალში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით 6 239 მოქალაქემ ისარგებლა
2015 წლის 5 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მთავრობის სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის პირველი კვარტლის ანგარიში წარადგინა. სამინისტროს 2015 წლის I კვარტლის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 376 947 ლარით, ხოლო ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 1 576 227 ლარი, რაც გეგმის 66%-ია. წელს სამინისტრო და საქვეუწყებო დაწესებულებები 26 პროგრამას ახორციელებს. I კვარტალში პროგრამებით 6 239 მოქალაქემ ისარგებლა. 120 პაციენტს დაუფინანსდა კარდიო ქირურგიული მომსახურება, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა ჩაუტარდა 629 ბენეფიციარს, სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით ისარგებლა 39 პაციენტმა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გაიცა 616 ვაუჩერი. ცერებრალური დამბლით დაავადებულ 406 ბავშვს დაუფინანსდა რეაბილიტაციის 611 კურსი, სავარძელ-ეტლი მიიღო 60 შშმ პირმა და ხანდაზმულმა, 283 სმენის აპარატი გაიცა 281 ბენეფიციარზე, სქოლიოზით დაავადებულ 175 ბავშვს ჩაუტარდა რეაბილიტაციის კურსები, ახალშობილი ტყუპების 20 ოჯახზე გაიცა 41 000 ლარი, 100 წელს გადაცილებულ 41 მოქალაქეზე გაიცა 41 000 ლარი, ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის დედებსა და მეუღლეებზე გაიცა 22 000 ლარი, სადღეღამისო თავშესაფარში მოთავსდა 20 ბენეფიციარი (მარტოხელა დედები შვილებთან ერთად) და სხვა. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა 34 401 პაციენტს, თსპ მედდებზე შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 112 114 ლარი. 105 სოფლის ექიმს გაეზარდა შრომის ანაზღაურება, მთაში 41 სოფლის ექიმს 300 ლარით, ბარში 64 სოფლის ექიმს 150 ლარით. ხანძრისა და სტიქიით დაზარალებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიზნით გადაეცა 69 999 ლარი. სტიქიით დაზარალებულ 34 ოჯახს ქირისა და ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველყოფისათვის მიეცა 58 800 ლარი. 15 ეკომიგრანტი ოჯახისათვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესყიდულ იქნა საცხოვრებელი სახლები საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და შენობების აღდგენის მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 3 223 014 ლარი.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)