23:28 - 26 May, 2026
|
2017-11-17 10:54:36, 993 ნახვა
რეგიონი
ბიბილოვი: საქართველოსთან საზღვარზე უსაფრთხოების დაცვისთვის შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩავატაროთ
საქართველოსთან საზღვარზე უსაფრთხოების დაცვისთვის შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩავატაროთ, - ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვში მისი ვიზიტის დროს შედგა. „რუსეთში გამართულ შეხვედრებზე მე აღვნიშნე, რომ სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების სრული დაცვისთვის მის კეთილმოწყობაზე უნდა ვიზრუნოთ და შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები ჩავატაროთ. მესმის, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობას გამოიწვევს. თუმცა, ამაში საქართველოსთვის ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. ყველას აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიები დაიცვას და აღჭურვოს საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით", - აღნიშნა ბიბილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)