|
2015-05-06 11:54:43, 382 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ესპანეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ესპანეთის სამფოში, ქ. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს და სახელმწიფო მდივანს თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ალეხანდრო ენრიკე ალბარ გონსალესს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა იგნასიო იბანიესმა. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასებისა და მიღწეული პროგრესის აღიარების მნიშვნელობას. ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირებული პროგრესის აღიარების მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ ესპანეთი უახლოეს მომავალში დაასრულებს ტექნიკურ სამუშაოს და მოახდენს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას. აღინიშნა საქართველოსა და ესპანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაც და გამოითქვა სურვილი, რომ დაჩქარდეს თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. შეხვედრებზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ესპანეთის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ესპანეთი მომავალშიც განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის გატარებას. გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრმა, შეხვედრა გამართა მადრიდის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (Elcano). ღონისძიებას მადრიდში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ რეგიონში არსებულ ვითარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)