21:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 11:11:06, 1733 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი აზიურ ფაროსანაზე: ამ მავნებელსაც ისევე დავამარცხებთ, როგორც წლების წინ სხვა გამოწვევები დაგვიმარცხებია

„მავნებელი არის მიძინებული და ზამთრის პერიოდში მასთან ბრძოლა აქტიურად ვერ გატარდება“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ზამთრის პერიოდში ფაროსანასთან საბრძოლველად მთელი რიგი ღონისძიებები მზადდება.

„მავნებელი ახლა არის მიძინებული. შესაბამისად მასთან ბრძოლა ზამთრის პერიოდში აქტიურად ვერ გატარდება. ეს არის ყველაზე მეტად დაკავებული პერიოდი, იმიტომ რომ მთელი რიგი ღონისძიებების მომზადება ამ პერიოდში როგორც ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერება არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად ტექნიკური დახმარების პროექტი დავიწყეთ ჩვენი სამსახურის გასაძლიერებლად. ვფიქრობთ რომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ვატარებთ  და საბიუჯეტო თანხები, რომელიც გამოიყოფა ამ ღონისძიების ჩასატარებლად, საშუალებას მოგვცემს ეს გამოწვევა სწორად ვმართოთ . ამ ახალ გამოწვევას ისევე დავამარცხებთ როგორც წლების წინ სხვა გამოწვევები დაგვიმარცხებია“,-განაცხადა დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics