22:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 17:09:01, 914 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სარეაბილიტაციო ცენტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გაცნობა დაბის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებით დაიწყო.

სარეაბილიტაციო ცენტრი  0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა  გათვლილი.

პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მიმდინარე  სამუშაოებზე 118 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს  შპს ,, ლგრუპი“ ასრულებს.

სარეაბილიტაციო ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პირველ ეტაპზე სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, შემდეგ ადგილზე არსებული კადრები გადამზადდებიან.

სარეაბილიტაციო ცენტრში მომსახურება იქნება უფასო. დასაქმდება 15-ამდე  ადგილობრივი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics