22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:23:59, 660 ნახვა

რეგიონი
ჩანჩხალოში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს, ჩანჩხალოში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, გამგებლის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები, შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები  და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ.

პროექტის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო  და წელს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს. ,,ემემტე“ აწარმოებდა. მიმდინარე მშენებლობაზე 157 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი მუნიციპალიტეტის გამგეობის და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინასებით განხორციელდა.

აშენდა ერთ სართულიანი ხის შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა.

ახალ საბავშვო ბაღში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 30-ამდე აღსაზრდელი ირიცხება.  დასაქმებულია 13 ადგილობრივი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics