|
2015-05-05 14:07:53, 410 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინიტრო გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხს „ევექსს“ სთხოვს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო პასუხს სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ სთხოვს. მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, კლინიკას დაჭრილისათვის გადაუდებელი დახმარება უნდა აღმოეჩინა. ამის შესახებ სოფრომაძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინიტროს „ევექსისათვის“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კომპონენტების ნაწილიდან გასვლასთან დაკავშირებით დასტური არ მიუცია. „მომსახურების გარკვეულ ფორმაზე უარის თქმა არ ნიშნავს ამ წინადადებაზე დასტურს. ამის შესახებ სამინისტროს არ გაუცია დასტური. გადაუდებელი დახმარება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა კლინიკაში, მით უმეტეს, ისეთ კლინიკაში და ისეთ რაიონში, სადაც ალტერნატივა არ არსებობს. ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან რეგულირების სააგენტო აფრთხილებდა კომპანია „ევექსს“. გარდა ამისა, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, „ევექსსა“ და ჩვენს შორის კომინიკაცია შედგა და იყო საუბარი, რომ კლინიკაში შესაბამისი სერვისები უზრუნველყოფილი იქნებოდა“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მისი თქმითვე, შუახევში მომხდარი შემთხვევა შესწავლილი იქნება და შესაბამისი მხარის პასუხისმგებლობა დადგება. სოფრომაძის ინფორმაციითვე, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო მომსახურეობის კუთხით ცვლილებები განხორციელდება და სახელმწიფომ მობილური ბრიგადით შუახევში „ევექსის“ საავადმყოფო უკვე უზრუნველყო. შეგახსენებთ, 24 წლის დაჭრილი ახალგაზრდა შუახევში „ევექსის“ კლინიკაში მივიდა, თუმცა საავადმყოფოში ქირურგი არ იმყოფებოდა და მამაკაცი მიყენებული ჭრილობების გამო სისხლისგან დაიცალა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)