20:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 16:22:39, 1930 ნახვა

კომენტარი
ალიბეგაშვილი: ენის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნაზე პრემიერის გადაწყვეტილება ჩემთვის ღირსეულია

თბილისის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმება ენის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის გადაწყვეტილებას.

როგორც  მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

კითხვაზე ახალ თანამდებობაზე გადასვლის გამო გული ხომ არ სწყდება, ალიბეგაშვილმა უპასუხა, რომ როდესაც ადამიანი სახელმწიფო სამსახურშია, მას პოზიციის გამოცვლა ყოველთვის  უწევს.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება ჩემთვის პრემიერის მხრიდან.  რაც მთავარია, მე მივესალმები გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნას ჩვენი მშობლიური ენის სახელმწიფო დეპარტამენტი“,-აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა და დასძინა, რომ ამ დეპარტამენტის შექმნის აუცილებლობა იყო.

„ როგორც ვუყურებ ჩვენი მოქალაქეების მეტყველებას, სტილს, მანერას, შეცდომებს, ბუნებრივია ეს აუცილებელი იყო. ქართველი ერი უნიკალურია, მან შექმნა კაცობრიობის დამწერლობის სამი ფორმა და  თავისი საკუთარი ენა, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ალიბეგაშვილი  ქართული ენის სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics