|
2017-11-07 12:15:54, 901 ნახვა
რეგიონი
აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები აჭარას სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში რეგიონის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით სტუმრებისთვის სასტუმრო ინტურისტში პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრების დაწყებამდე კი მათ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. დღეს, აზერბაიჯანელი სტუმრები უკვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გიონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმს ეწვევიან. ისინი რეგიონს კი ხვალ დატოვებენ. აზერბაიჯანი აჭარაში შემოსული ვიზიტორების მხრივ მეორე ადგილზეა. 2017 წლის, 10 თვის მონაცემებით აჭარას აზერბაიჯანიდან 137 304 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)