|
2017-11-05 11:45:33, 965 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კიდევ ერთ მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა
ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცესი ქალბატონი 1917 წლის 5 ნოემბერს დაიბადა. პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ქალბატონ ქსენიას 2 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი ჰყავს. უხუცესს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. 100 წლის ქალბატონს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა, განათლების მინისტრმა ღვაწლმოსილი პედაგოგი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე ცხოვრობს. ერთ უხუცესს 100 წელი მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში შეუსრულდება. თითოეული მათგანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 1000-1000 ლარს ღებულობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)