|
2017-11-04 12:05:04, 876 ნახვა
რეგიონი
ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად, 56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან იწმინდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 46 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 15 409 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული 3924 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით 49 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)