20:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 12:40:00, 2095 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: მეგის ქარდავას არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსს მეგის ქარდავას პირადად არ იცნობს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი", - წერს სააკაშვილი.

გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ განცხადებას დაურთო უკრაინული მედიის ბმული, სადაც წერია, რომ სააკაშვილის "უახლოესი თანაგუნდელი" (მეგის ქარდავა) დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი მეგის ქარდავა გუშინ, უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის ქარდავას მიმართ  საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ქართული მხარის მოთხოვნით, ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics