20:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 14:30:20, 1927 ნახვა

კომენტარი
ლადო სადღობელაშვილი: გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის შერყევა მაქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართველთა მარშის“ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული  პირების  პროცესი  მიმდინარეობს.

როგორც „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო  სადღობელაშვილმა აღნიშნა, მათი დაკავება პოლიციის ძალის გადამეტების ფონზე მოხდა.

„ბატონი მღებრიშვილის დავალებით გუშინ მოხდა ჩვენი დარბევა. ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი გიორგი ჭელიძე  არის სასტიკად ნაცემი. მე მაქვს  ტვინის შერყევა მსუბუქ ფორმაში.  ეს იმას მიუთითებს, რომ გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის,  თუ რატომაც ვებრძოდით თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“.  გუშინ შსს ზუსტად მოიქცა  ესე.  უმოწყალოდ გაუსწორდა გულშემატკივრებს, ფეხბურთის  გულშემატკივრებს.  უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“,-განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან 8 პირი დააკავეს.  მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics