|
2017-10-30 13:14:57, 1796 ნახვა
კომენტარი
ხუციშვილი: ვიდეოჯარიმების ახალი წესით ადმინისტრირება მკაცრდება, თუმცა მოქალაქეები სხვა შეღავათითაც ისარგებლებენ
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი შედის, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად ადმინისტრირება მკაცრდება, თუმცა მეორე მხრივ ლიბერალური მიდგომებიც იქნება. „მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები პირველ რიგში ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ასეთი ფართო დისკუსია საშუალებას გვაძლევს, ღიად ვისაუბროთ პრობლემებზე. რაც შეეხება რეფორმებს, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი ვიდეოჯარიმების ჩაბარების წესი, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად ერთის მხრივ მკაცრდება ადმინისტრირება, მეორე მხრივ, ლიბერალური მიდგომებიც იქნება. კერძოდ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათებით“,-განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ჭკვიანი კამერების დამონტაჟება გაგრძელდება. „ამ ეტაპზე თბილისში უკვე დაახლოებით ასი კამერაა დამონტაჟებული და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სხვა დიდ ქალაქებში წლის ბოლომდე მოხდეს კამერების დამონტაჟება“,-აღნიშნა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)