|
2017-10-29 10:31:35, 1919 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პარლამენტმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ოპოზიცია
„ გამარჯვება ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“, უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ეს შედეგი აჩვენებს იმ გამოწვევას, რომელიც ქართული დემოკრატიის წინაშე დგას“,-ასე უპასუხა პარალემენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევნებთან დაკავშირებით „იმედთან“ ინტერვიუში დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც, „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი ბერკეტი ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია კონცენტრირებული და ეს მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის“. მისივე თქმით, ამ პირობებში პარლამენტმა უნდა იფიქიროს იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს ოპოზიცია: „ ეს გამარჯვება ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“, უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ის შედეგი, რომელიც ყველამ ვიხილეთ, ბუნებრივია, გამოწვევაა ქართული დემოკრატიისთვის. უფრო სწორად, ეს შედეგი აჩვენებს იმ გამოწვევას, რომელიც ქართული დემოკრატიის წინაშე დგას. ნამდვილად ძალიან სუსტია ოპოზიცია. ეს არის ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და საჭიროა მუშაობა, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს. ჩვენ, პარლამენტმა სათანადო პირობები უნდა შევქმნათ ამისათვის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე ფიქრიცაა საჭირო. უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ ოპოზიცია. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შედეგების მიხედვით ოპოზიცია სუსტია, ამას თბილისის შედეგებიც აჩვენებს. ის, რომ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი 17%-ს იღებს, ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ სთავაზობენ საზოგადოებას იმ ალტერნატივას, რაც საზოგადოებას სჭირდებ”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)