|
2017-10-28 10:01:18, 1244 ნახვა
რეგიონი
მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანია მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს: „ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშაოების დროს, რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)