17:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 01:06:04, 3651 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის პრემიერმა კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა და კატალონიის პარლამენტი დაითხოვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის პარლამენტი კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რახოიმ ასევე, კატალონიის პარლამენტი დაითხოვა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, კატალონიის საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდება.

„ვთვლით, რომ სასწრაფო უნდა დავუბრუნოთ ხმები კატალონიის მოქალაქეებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე და ლეგიტიური არჩევნები“, - განაცხადა მარიანო რახოიმ.

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმა მინისტრთა კაბინეეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics