18:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 18:00:57, 2402 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება რაც შეიძლება მალე მიიღოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიიღოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება.

როგორც ზახაროვამ განმარტა, ამ შეთანხმების მიღება ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზნის შესრულბას ხელს შეუწყოფს.

„მოვუწოდებთ თბილისში ჩვენს კოლეგებს, უარი თქვან ამ რიტორიკაზე, ფორმულირებებით თამაშზე და დაკავდნენ კონსტრუქციული, ნამდვილი სამუშაოთი. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შინაარსით ყველაზე ზოგადი განცხადების სწრაფი მიღება საშუალებას მოგვცემდა, შეგვესრულებინა ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი - მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შესაბამისად, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების მიღწევა“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები, რუსეთში კითხვებს ბადებს.

„ჩვენი აზრით, თბილისში მშვენივრად ესმით, რომ რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმები დიდი ხნის წინ შექიმნა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობების მოწვევით ადგილზე საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო ძალების კონტინგენტია განთავსებული. ამას გარდა, საქართველოსთან ორივე რესპულიკის საზღვარზე რეგულარულად ტარდება მხარეების, ასევე გაერო-ს, ეუთო-სა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრები. ამ მექანიზმების საშუალებით სხვდასხვა ინციდენტის აღკვეთა და მათზე ადეკვატური რეაგირება ხდება", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგგენელმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics