|
2017-10-22 16:48:17, 1944 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მერიის კარი იქნება ღია ყველასთვის, მათ შორის ოპონენტებისთვის
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის კარი ყველასთვის ღია იქნება, მათ შორის მისი ოპონენტებისთვის. კალაძის განმარტებით, თუ ოპოზიციურ კანდიდატებს რაიმე დედაქალაქთან დაკავშირებით რამე კონკრეტული იდეები ექნებათ, ის მზადაა თანამშრომლობისთვის. "მერიის კარი იქნება ღია თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. ჯერ კიდევ სატელევიზიო დებატების დროსაც ძალიან ბევრჯერ განვაცხადე რომ ეს ქალაქი მარტო კახა კალაძის, მარტო "ქართული ოცნების" არ არის. ყველას გვიყვარს და ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, ლამაზი, კეთილმოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა და ასე შემდეგ, ყველა ჩემს ოპონენტს, ვისაც სურვილი ექნება სამომავლოდ და წარმოადგენს თავის ხედვას, კონკრეტულ პროექტს თუნდაც ქალაქში განსახორციელებლად და ეს ქალაქისთვის იქნება მისაღები, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ოპონენტები მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)