|
2015-05-02 16:48:50, 389 ნახვა
პოლიტიკა
ხეჩიკაშვილი საკადრო ცვლილებებზე: ყველა პროფესიონალი ადგილზე დარჩება
„ჩემი მთავარი სურვილია, რომ დავიწყოთ საქმის კეთება და მერე, როცა საქმეს გავაკეთებთ სათქმელიც მეტი გვექნება“, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ხეჩიკაშვილის განცხადებით, იგი სამინისტროში ორშაბათს მივა. „ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ნდობა მთავრობისგან. იმედია, რომ ამ ნდობას პარლამენტისგანაც მივიღებთ და დავიწყებთ საქმის კეთებას. გპირდებით, როდესაც საქმეს გავაკეთებთ და სათქმელიც გვექნება, პირადად მე და სამინისტროს, კომენტარს აუცილებლად მოგცემთ“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა. რაც შეეხება სპორტის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს, ხეჩიკაშვილის განცხადებით, ყველა პროფესიონალი ადგილზე დარჩება. „ჩემთვის მთავარი ნიშანი არის პროფესიონალიზმი და რა თქმა უნდა პატიოსნება. ამ პარამეტრებით შეირჩევა ხალხი და ყველა, ვინც არის და ვიცი, რომ ბევრი ასეთია სამინისტროში, აუცილებლად დარჩება“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა. იგი ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეგახსენებთ, მანამდე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიგლა აგულაშვილი შეხვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მან ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვა.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)