|
2015-05-02 15:10:38, 333 ნახვა
პოლიტიკა
დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები ივნისიდან იაპონიაში უვიზოდ გაემგზავრებიან
საქართველოს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია, საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, კენტარო სონოურას ხელმძღვანელობით. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით ჯალაღანიასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით კონკრეტული წინადადებები. დავით ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს; ასევე მადლობა გადაუხადა სტუმარს, იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერისათვის და წლების მანძილზე საქართველოსათვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისათვის. შეხვედრის დროს, კენტარო სონოურას გადაეცა ქართული მხარის სამადლობელო წერილები იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იაპონურ ენაში საქართველოს სახელწოდების „გრუზია"-დან „ჯორჯია"-ზე შეცვლას. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მხარეებს შორის გაიმართა ნოტების გაცვლის ცერემონია, რომლის საფუძველზე მ.წ. 1 ივნისიდან დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ 90 დღის განმავლობაში იაპონიაში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა. აღნიშნული შეთანხმება ქმნის საფუძველს რათა მომავალში გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის იაპონიაში გამარტივებული მიმოსვლის რეჟიმის შექმნისკენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პროცესს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)