|
2017-10-20 20:44:26, 1768 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ხვალ არის დღე, როდესაც თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“
ხვალ არის სწორედ ის დღე, როდესაც თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“, - ასე მიმართა მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ”ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თბილისისთვის, რადგან სწორედ ხვალ, თბილისმა, ყოველმა მოქალაქემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მოთხოვოს პასუხი ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ტყუილებით მოვიდეს ხელისუფლებაში, მოატყუოს ადამიანები, რომ ცხოვრება გაუმჯობესდება და გააუარესოს. ხვალ არის სწორედ ის დღე, როდესაც თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“. მშვიდობიანი, ყოველგვარი რყევის გარეშე, არჩევნების დემოკრატიული გზით უნდა ვაგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“ იმ მავნებლობაზე, ტყუილებზე და მტაცებლობაზე, რითაც ისინი იყვნენ დაკავებული ქალაქსა და მთლიანად ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში. ჩემთვის ამ კამპანიის განმავლობაში, არასდროს არ ყოფილა მიზანი, რომ მომენადირებინა თქვენი ხმები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ გაგიჩნდეთ ნდობა, იმედი და რწმენა იმისა, რომ თბილისში ჩვენ აუცილებლად შეგვიძლია მოვიტანოთ სასიკეთო ცვლილებები. ყველას მოგიწოდებთ, გამოვხატოთ ეს რწმენა, ნდობა და „ევროპულ საქართველოს“, გუნდს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, გვანდოთ თბილისის განვითარება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)