|
2015-05-02 10:37:18, 397 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: გაუგებარია, რატომ მიდიან მინისტრები, თუ კარგად მუშაობენ
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიდიან მინისტრები, თუ ისინი კარგად მუშაობენ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის ინფორმირებული იყო, რომ მინისტრები, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს, კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ. „ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობიდან მყისიერად წავიდა რამდენიმე მინისტრი. მათ წასვლას არაფერი არ მოასწავებდა. ვიცოდით და ინფორმირებული ვიყავით, რომ ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ, მათ შორის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებითაც. მე, სხვათა შორის, პარლამენტში ჩემი სიტყვის დიდი ნაწილი დავუთმე იმ რეფორმებს და პროცესებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში და იმ უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქართულ არმიაში, მაგრამ რომ დავაკვირდეთ ქრონოლოგიას – ვხედავთ, რომ მიდის ერთი მინისტრი, შემდეგ ვხედავთ რომ მიდის მეორე მინისტრი. ამ პერიოდში ვისმენთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობაში აღარ შეიცვლებიან მინისტრები და აღარ იქნება მინისტრთა კაბინეტი თავიდან დასამტკიცებელი, ვისმენთ ბატონ ლევან ყიფიანის განცხადებას, რომ არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას და მეორე დღეს ვისმენთ, რომ ის მიდის. ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შეიცვლება მხოლოდ ორი მინისტრი და მეორე დილას ვისმენთ განცხადებას, რომ იცვლება სამი და მათ შორის თავდაცვის მინისტრი. ამ პროცესებს ნაკლებად თუ აქვს ახსნა ჩვენი საზოგადოებისთვის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, გადადო პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)