17:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 12:51:23, 2081 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: ტელეკომპანია CNN უნიჭო სპეკტაკლებს დგამს - ყველაფერს რუსეთს აბრალებს

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, ამერიკის შეერთებული შტატების შიდა საქმეებში მოსკოვის ჩარევის მცდელობის შესახებ, ტელეკომპანია CNN-ის მიერ მომზადებულ მასალას "უნიჭო სპეკტაკლი" უწოდა.

ამის შესახებ ზახაროვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

„ტელეკომპანია CNN -მა უნიჭოდ მომზადებული მასალა გამოაქვეყნა ამერიკაში არსებულ რასობრივ პრობლემებზე, რომელიც, თურმე, რუსეთის ბრალი ყოფილა. თურმე, ამ ყველაფერს რუსეთი ტამაშის, პოკემონების (Pokemon Go) მეშვეობით ახორციელებს“, - წერს ზახაროვა Facebook-ში.

ტელეკომპანია CNN-ის მიერ მომზადებულ მასალაში საუბარია რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევით სოციალურ ქსელებში აშშ-ის შესახებ FAKE NEWS-ების გავრცელებაზე. კერძოდ სოციალურ ქსელებში ამოქმედდა კამპანია Don't Shoot Us (არ გვესროლოთ), სადაც მთავარი თემა ამერიკის პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ ძალადობაა. 

ამასთან, რეპორტაჟში ხაზგასმულია, რომ რუსი ჰაკერები ბოლო წლებში ამერიკელი პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელების სახელით ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ პოპულარული ინტერნეტთამაშისთვის „Pokemon Go”. 

პოლიციის მიერ აფროამერიკელების მკვლელობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანია Don't Shoot Us („არ გვესროლოთ) ილინოისის შტატში მცხოვრებმა ვინმე კლერკ იორკმა 2016 წლის მარტში დაარეგისტრირა. კლერკ იორკის შესახებ ინფორმაცია CNN-მა ვერ მოიპოვა, რადგან იმავე სახელითა და გვარით, ასევე დაბადების თარიღით ილინოისში არავინ ცხოვრობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics