|
2015-05-01 10:10:05, 377 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილი დაასახელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა დაასახელა. აგულაშვილმა ელჯგუა ხოკრიშვილი შეცვალა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გიგლა აგულაშვილის საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. „მას შემდეგ, რაც გადადგომის თხოვნით მომმართეს გარემოს დაცვის და სპორტის მინისტრებმა, მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური გახდა ორი თანამდებობა. ამან გამოიწვია მთავრობის განახლებული შემადგენლობის გაგზავნა ჯერ პრეზიდენტთან და შემდეგ პარლამენტში. მე გეტყვით, რომ გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მე წარვადგენ ბატონ გიგლა აგულაშვილს, რომელსაც აქვს საპარლამენტო მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. როგორც მოგეხსენებათ იგი დღემდე პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბატონი გიგლა არის პროფესიით იურისტი. პარლამენტში მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მას აქვს გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი არის კარგი მენეჯერი. ამ მიმართლებით ბატონ გიგლას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაუტარებია და ეს აისახებოდა მის საკანონმდებლო საქმიანობაშიც. ასე რომ მე იმედი მაქვს ბატონი გიგლას საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე იქნება ნაყოფიერი და წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)